არქივი19 ივნისი 2024, 15:20
„საქართველოს ბანკის ჯგუფი“ დივიდენდების გადახდას გეგმავს
სს „საქართველოს ბანკი“ დივიდენდების გაცემას გეგმავს.
მენეჯმენტი აქციონერებს წლიური მოგებიდან 272.169 მლნ ლარის დივიდენდად განაწილებას სთავაზობს. საკითხზე საერთო კრება მიმდინარე წლის 26 ივნისს იმსჯელებს.
ორგანიზაციის შეთავაზების მიხედვით, 2023 წლის საბოლოო დივიდენდად 1 აქციაზე 9.7265 ლარი გაიცემა. თუ აქციონერები შეთავაზებას მხარს დაუჭერენ დივიდენდის გაცემა 2 ივლისს მოხდება.
ცნობისთვის, 2023 წელს, „საქართველოს ბანკმა“ ₾1.3 მილიარდის წმინდა მოგება გამოიმუშავა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივნისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.