საქართველოს ბანკის შეთავაზებები Black Friday-ზე

Black Friday წლის განმავლობაში დაგროვილი სურვილების ასრულების დღეა, როცა საყვარელი ბრენდები ერთგულ მომხმარებლებს განსაკუთრებულ შეთავაზებებსა და სიურპრიზებს სთავაზობენ.

თუმცა, საქართველოს ბანკთან ერთად ამ დღეს კიდევ უფრო დაუვიწყარი გამოცდილებები შეგიძლია მიიღო.

ზოგადი ფასდაკლებების გარდა, Black Friday-ზე ს პროდუქტების გამოყენებისას კიდევ დამატებითი უპირატესობების – ფასდაკლებების, ქეშბექების, მეტი PLUS ქულის მიღება შეგიძლია, რითაც უფრო ნაკლებს დახარჯავ და ამავდროულად, მეტს დააგროვებ.

PLUS: დამატებითი ფასდაკლება და გახუთმაგებული ქულები

Black Friday-ზე ტანსაცმლის და აქსესუარების მაღაზიებში სასურველი ნივთების შეძენისას თუ PLUS ქულებით გადაიხდი, მაღაზიის შიდა ფასდაკლებასთან ერთად დამატებით 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ.

გარდა ამისა, თუ ტანსაცმლის, აქსესუარების ან ტექნიკის მაღაზიებში საქართველოს ბანკის PLUS ბარათით გადაიხდი, PLUS ქულების სტანდარტულ რაოდენობასთან შედარებით 5-ჯერ მეტი ქულა დაგერიცხება. შეთავაზება მოქმედებს 50 ლარის ან მეტი ღირებულების შენაძენისას.

ქეშბექი ნაწილ-ნაწილ გადახდისას

ნაწილ-ნაწილი გადახდის ყველაზე ჭკვიანური მეთოდია – ყიდულობ სასურველ ნივთს საქართველოს ბანკის პარტნიორ მაღაზიებში, ხოლო ფასს ყოფ 4 ნაწილად და იხდი ზუსტად იმდენს, რამდენიც შენი შენაძენი ღირდა, (0%-იანი ეფექტური განაკვეთით).

24 ნოემბერს ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების პარტნიორ მაღაზიებში ნაწილ-ნაწილით მინიმუმ 200 ლარის გადახდისას 50 ლარს დაიბრუნებ. Black Friday-ის ფარგლებში ნაწილ-ნაწილ გადახდის უპირატესობებზე გაიგე მეტი აქ.

Students Card: 30%-იანი ქეშბექი

24 ნოემბერს საქართველოს ბანკის Students Card-ით ASOS-ის ონლაინ მაღაზიაში შოპინგისას გადახდილი თანხის 30% (მაქსიმუმ 100 ლარი) უკან დაგიბრუნდება, ხოლო თუ Miniso-ს მრავალფეროვანი და საინტერესო პროდუქციის შეძენას გეგმავ, Student Card-ით გადახდილი თანხის 40%-ს დაიბრუნებ (მაქსიმუმ 50 ლარი)

sCool Card: 30-50% ქეშბექი

ასევე დაგაინტერესებთ