საქართველოს ბანკის საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამა მოსწავლეებისთვის – ისწავლე UWC პროგრამით სასურველ ქვეყანაში

, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, გაერთიანებული მსოფლიო სკოლების (UWC) პარტნიორია. თანამშრომლობის ფარგლებში კი ბანკი 15-17 წლის მოსწავლეებისთვის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს.

პროგრამა მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, მათთვის საინტერესო ლოკაციაზე – მსოფლიოს მასშტაბით 17 ქვეყანაში, 18 პარტნიორ სკოლაში გააგრძელონ სწავლა.

პროგრამაზე მიღება პირველ აგვისტოს დაიწყება.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა UWC Georgia-სთან თანამშრომლობა 2025 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 2 სტიპენდიატი გამოვლინდა. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქართველ მოსწავლეებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, დაეუფლონ საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამას და იცხოვრონ მულტიკულტურულ გარემოში თანატოლებთან ერთად.

გაერთიანებული მსოფლიო სკოლები (UWC) წარმოადგენს საერთაშორისო საგანმანათლებლო მოძრაობას ახალგაზრდებისთვის, რომლის მიზანია, განათლება გამოიყენოს როგორც ძალა სხვადასხვა ერისა და კულტურის დასაახლოებლად და ამ გზით შეუწყოს ხელი მშვიდობიანი და მდგრადი მომავლის შექმნას. UWC მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტის 18 საერთაშორისო სკოლასა და კოლეჯს აერთიანებს. პროგრამის ფარგლებში სწავლება მიმდინარეობს 17 სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის − კანადაში, -ში, ჩინეთში, იაპონიაში, ტაილანდში, გერმანიასა და იტალიაში.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს, კითხვების შემთხვევაში: [email protected]

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.