„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით Greet-ის ბრენდის ახალი სასტუმრო შენდება

“ სტუმარ – მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, შპს “ჰოტელეა” საერთაშორისო ბრენდის, Greet by Accor -ის სასტუმროს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #4 – ში აშენებს.
აღნიშნულ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულება 6.5 მილიონი ევროა, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 3 მილიონ ევროს შეადგენს, რომელიც EBRD-ის, DCFTA პროგრამის ფარგლებში გაიცა.
Greet by Accor არის საერთაშორისო ბრენდ Greet-ის პირველი სასტუმრო საქართველოში. ის 4,000 კვ.მ ფართობზე აშენდება და ჯამში 114 ნომერს გააერთიანებს.
„საქართველოს ბანკი“ წლებია ტურიზმის გაძლიერებასა და განვითარებას მხარს უჭერს მხარს. ჩვენს პარტნიორ კომპანია „შპს ჰოტელეა“ – სთან ერთად თბილისში მორიგი მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რაც საერთაშორისო ბრენდ Greet – ის ახალ სასტუმროს Greet by Accor – ის მშენებლობას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ეს არის Greet – ის პირველი სასტუმრო საქართველოში და მოხარული ვართ რომ ჩვენი მხარდაჭერით, საქართველოში კიდევ ერთი მსგავსი მასშტაბის ბრენდი შემოდის, რადგან მიგვაჩნია რომ ის ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ზრდასა და ტურისტული ნაკადის მოზიდვას“, – განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა ლალი ყელაურაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: ცვლილებები ჩვენი მხრიდან, ბუნებრივია, ვერ დაიგეგმება გამომდინარე იქიდან, რომ ხვალ მესამე მოსმენით მიიღება კანონი – 14-დან 28 მაისამდე, შესაძლებელია პოზიციების შეჯერება და შემდეგ მისი ასახვა ვეტოს კანონპროექტში