„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალი Touch RGB გაიმართება

“ განაგრძობს ტექნოლოგიური და კრეატიული ინდუსტრიის ხელშეწყობას. ამ მიზნით, ბანკი აგრძელებს პარტნიორობას Touch Platform-თან და კიდევ ერთ საერთაშორისო ფესტივალს უჭერს მხარს. ამჯერად, 24 აპრილს, ციფრული დიზაინის მეორე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება და იგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ინდუსტრიის გამორჩეულ ლიდერებს უმასპინძლებს.
ფესტივალის მთავარი მიზანი ადგილობრივი და რეგიონის “დიზაინ ქომუნითის” მხარდაჭერაა, პროფესიული უნარების განვითარების, სანაცნობო წრის გაფართოებისა და მსოფლიო ბაზარისთვის მომზადების გზით.
ფესტივალი რამდენიმე საკითხის ირგვლივ გააერთიანებს სპიკერებსა და აუდიტორიას. ესენია:
· UI/UX დიზაინი
· გენერირებული დიზაინი – (კრეატივი, , ახალი მედიები)
· Motion Design, 3D
· AR, VR, XR
აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, მოისმინოს საინტერესო პრეზენტაციები, დაესწროს პანელურ დისკუსიებს, გაიღრმავოს ცოდნა და უნარები ვორკშოპებზე და გაიცნოს თანამოაზრეები.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სპიკერები Netflix-დან, Discord-დან, Hanzo-დან და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანიებიდან. სიის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://touch.ge/touმchrgb25
ფესტივალის ბილეთების შეძენას Early Bird ფასად შეძლებთ ვებგვერდიდან: https://touch.ge/touchrgb25
ღონისძიების მთავარი პარტნიორები არიან: საქართველოს ბანკი, Fabrika, Holy Motors, GIPA. ქომუნითი პარტნიორები არიან: Design Institute, Comm School, DAS, smart academy და ProductTank.
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ფესტივალის ვებ გვერდს.
ღონისძიებაზე მეტი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი ღონისძიებას მხარს უჭერს ბიზნეს 360°-ის ფარგლებში. ბიზნეს 360° პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად