საქართველოს ბანკის დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე UN Women-ის ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ მონაწილეობდა

საქართველოს ბანკმა UN Women-ის ყოველწლიური გლობალური ინიციატივის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ ქალთა გაძლიერების მიმართულებით მიიღო მონაწილეობა. ს დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე კი ღონისძიების პანელის „მდგრადი დაფინანსება ქალი მეწარმეებისთვის – როგორც ბიზნეს სტრატეგია“ სპიკერი იყო.
ღონისძიების ფარგლებში, საბანკო-საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრები გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის განხორციელებულ ინიციატივებს განიხილავდნენ და საკუთარ გამოცდილებას აზიარებდნენ.
შეხვედრის ფარგლებში, პანელზე ეთერ ირემაძემ საქართველოს ბანკის იმ ინიციატივებისა და პროგრამების შესახებ ისაუბრა, რომელთა მიზანი ქალთა გაძლიერებისა და განვითარების ხელშეწყობაა. პანელზე ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: გენდერული თანასწორობა საფინანსო სექტორში და მის გარეთ; გამოწვევები რაც აფერხებს ქალთა მიერ დაფუძნებულ ბიზნესებში ინვესტიციების ზრდას და ა.შ.
„მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, განგვეხილა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: როგორ გვეხმარება გენდერული ანალიზი წარმატებულ ინვესტირებაში, მდგრადი დაფინანსება ქალი მეწარმეებისთვის – როგორც ბიზნეს სტრატეგია, რეგიონებში ქალი მეწარმეების გაძლიერების პროექტები და მათი მიმდინარეობა. საქართველოს ბანკში ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ ქალი მეწარმეების მხარდაჭერას და ამ კუთხით არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ. მაგალითად “მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა”, რომელსაც ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ვახორციელებთ. გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და EFSE Enterpreneurship Academy-ის ჩართულობით სწორედ რამდენიმე დღის წინ დასრულდა მეშვიდე ნაკადის გადამზადება. ასევე, ბანკში დიდ ყურადღებას ვაქცევთ გენდერული ბალანსის დაცვას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის 8000-ზე მეტი თანამშრომლიდან 69.9% ქალია“,- განაცხადა ეთერ ირემაძემ, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ.