ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება – დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები

საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება – დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები

საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში მოსწავლეების მიღება 1 ოქტომბერს სრულდება. პროექტში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

რატომ STEM სკოლა?

საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლა საქართველოში STEM განათლების მიმართულებით ყველაზე მასშტაბური ონლაინ პლატფორმაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს VII-XI კლასის მოსწავლეებს, სასწავლო პროცესში საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან ჩაერთონ და მიიღონ როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.

ამასთან, საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ყოველწლიურად 90 მოსწავლეს STEM სკოლაში სწავლას უფინანსებს – 60 უმაღლესი ქულის მქონე ახალგაზრდა სწავლის 100%-იან დაფინანსებას, 30 კი – 50%-იან გრანტს იღებს.

ინფორმაციისთვის, უკვე 2000-ზე მეტმა მოსწავლემ გაიარა STEM სკოლის კურსი, რომელთაგან 500-ზე მეტი საქართველოს ბანკის სტიპენდიატია.

საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 სექტემბერი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.