საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს ახალი კურსი – „პროდუქტის განვითარება“ დაემატა

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს და მათთვის ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. საქართველოს ბანკის ბიზნესკურსის პლატფორმას ახალი კურსი – „პროდუქტის განვითარება“ დაემატა.
ბიზნესკურსის ფარგლებში მონაწილეები გაიგებენ:
· როგორ მიიყვანონ პროდუქტის იდეა ხელშესახებ შედეგამდე;
· როგორ დაგეგმონ და მართონ პროდუქტის განვითარების პროცესი უფრო ეფექტურად;
· როგორ გააუმჯობესონ არსებული პროდუქტი ან სერვისი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით;
· როგორ დანერგონ პროდუქტის განვითარების თანამედროვე პროცესები საკუთარ ბიზნესში.
კურსს უძღვება ერეკლე ინაშვილი – ბრენდისა და პროდუქტის დიზაინერი, რომელიც მონაწილეებს პრაქტიკულ მეთოდებსა და რეალურ მაგალითებს გაუზიარებს.
კურსზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ მსურველს. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ საქართველოს ბანკის ვებგვერდს.
ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, მენეჯმენტის, მარკეტინგის, ფინანსებისა და სხვა მიმართულებებით ცოდნა გამოცდილი სპეციალისტებისგან მიიღოს. კურსები ადგილობრივი ბაზრის საჭიროებებზეა მორგებული და პლატფორმა მუდმივად ახლდება.
ბიზნესკურსი საქართველოს ბანკის პლატფორმა Business 360°-ის ნაწილია. ესაა ერთიანი ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს საგანმანათლებლო პროექტებს, ვორკშოპებსა და პრაქტიკულ რესურსებს ბიზნესის განვითარების ყველა ეტაპისთვის.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: რაჟდენის ბიუროზე ჯამში 20 მილიონ ლარამდე დავხარჯეთ … და ვერცერთი ზემოთ ჩამოთვლილ, რეჟიმის მიერვე მხილებულ კორუფციულ საქმეს ვერ მიაგნო სამაგიეროდ თავად რაჟდენმა ხელფასის სახით 3 წელში დაახლოებით 400,000 ლარი აიღო

პაპუაშვილი – მსოფლიოში აღარავინ აღარ ამბობს, რომ მზია ამაღლობელი არის უდანაშაულო, რა უდგას წინ იმის აღიარებას, რომ პოლიციელზე თავდასხმა არის დანაშაული?! – ვინც ციხეში რჩება, ბრიუსელის და ოპოზიციის უსინდისობის პატიმარია