არქივი3 ივნისი, 2024, 13:41
საქართველოს ბანკისა და UNDP-ის „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა“ გრძელდება
საქართველოს ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით და EFSE Enterpreneurship Academy-ის ჩართულობით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას აგრძელებს, რომლის ფარგლებში 28 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით 15 მეწარმე ქალი გადამზადებას გაივლის. ეს პროგრამის მერვე ნაკადია, ჯამში კი იგი 200 ქალის გადამზადებას და ფინანსურ ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერის იდეით შეიქმნა. შეხვედრა ოთხი დღის განმავლობაში, ინტენსიური ტრენინგების ფორმატში განხორციელდება.
არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.