არქივი16 ოქტომბერი, 2024, 06:39
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფში ითამაშებს

საქართველოს 21 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა უეფას 2025 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა, შედეგად, ისტორიაში პირველად, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი-ოფში ითამაშებს.
შეხვედრის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ანგარიში სტუმრებმა მეორე ტაიმის 52-ე წუთზე გახსნეს, 61-ე წუთზე კი ანგარიში ვასილიოს გორდეზიანმა გაათანაბრა, ჩრდილოეთ მაკედონიელების კარში კი მეორე გოლი ნოდარ ლომინაძემ გაიტანა.
არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.