არქივი18 აგვისტო, 2025, 14:24
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ოლიმპიადაზე ასპარეზობს

კოლუმბიის ქალაქ ბარანკილაში 16 წლამდე მოჭადრაკეთა მსოფლიო ოლიმპიადა გაიხსნა.
ტურნირში 44 ქვეყნის 85 გუნდი მონაწილეობს. ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით — 9 ტურად ტარდება. დროის კონტროლი: თითოეულ პარტიაზე 45 წუთი + 10 წამის დამატება პირველივე სვლიდან.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არიან:
· ლუკა კილაძე
· ერეკლე ტაბატაძე
· ანასტასია კირთაძე
· კესარია მგელაძე
მთავარი მწვრთნელი და კაპიტანი — დავით ჯოჯუა.
საქართველოს ნაკრების სატურნირო რეიტინგ სიის XI ნომერია.
არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.