ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"საქართველოს აღორძინება რუსეთის იმპერიაში" - პროკრემლისტებმა თბილისში კონფერენცია გამართეს

"საქართველოს დაბრუნება რუსეთის იმპერიაში - ისტორიული სიმართლე კონიუნქტურული სიცრუის წინააღმდეგ" - ამ სახელწოდებით პროკრემლისტებმა 24 მაისს თბილისში კონფერენცია გამართეს.
ღონისძიების ორგანიზატორი ევრაზიის ინსტიტუტის და მისი ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძეა.
როგორც ერთ-ერთი რუსული ტელეგრამი წერს, ღონისძიების მიზანი "პროდასავლური ძალების მიერ ანტირუსული ისტერიის გაღვივების ფონზე საზოგადოების ინფორმირება იყო".
დისკუსიის მონაწილეებმა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში საქართველოს ისტორია განიხილეს და აღნიშნეს, რომ ამ დროს "საქართველომ გაცილებით მეტი სარგებელი მიიღო, ვიდრე დაკარგა".
ამასთან, ღონისძიებაზე წაიკითხეს ევრაზიის ინსტიტუტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელიც რუსულ კანონს ეხება. პროკრემლისტური ორგანიზაციის არგუმენტები დიდწილად ქართული ოცნების პოზიციას ემთხვეოდა.
"თუ გამჭვირვალობის შესახებ კანონს განვიხილავთ არა მხოლოდ საკანონმდებლო აუცილებლობას, არამედ როგორც პოლიტიკური ტესტის გარკვეულ ფორმას, ცხადი ხდება დასავლეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის უპატივცემულობა და საქართველოს სრული დამორჩილების სურვილი.
ეს არის დასავლეთის ცალკეული წრეების დამოკიდებულება, რაღაც გლობალური ომის პარტია კი არა, არამედ დასავლეთის გლობალისტური მმართველი ელიტის კონსოლიდირებული პოზიცია. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ გლობალისტურ დასავლეთს სჭირდება საქართველო, როგორც იარაღი რუსეთის წინააღმდეგ, საქართველო გეოპოლიტიკური თამაშის პაიკია", - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც რცხილაძემ წაიკითხა.
გარდა ამისა, რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, "ღიად გადადგას ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობის აღსადგენად".
"მოდით, თავი დავანებოთ გიჟურ, ირაციონალურ რუსოფობიას და გავერთიანდეთ ჩვენი ტრადიციული ღირებულებების გარშემო, რომელიც გამორიცხავს ეთნიკურ სიძულვილს. ეს არ არის პირველი, მაგრამ ბოლო მოწოდებაა. მეტი დრო აღარ რჩება!" - წერია დოკუმენტში.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.