ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“საქართველოს არ დავტოვებ – არ მინდა ვიხილო წინადადებები, რომ ტიხანოვსკაია ან ვენესუელას პრეზიდენტი გავხდე“- სალომე ზურაბიშვილი

“საქართველოს არ დავტოვებ – არ მინდა ვიხილო წინადადებები, რომ ტიხანოვსკაია ან ვენესუელას პრეზიდენტი გავხდე“- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ვიზიტის დროს TVPWorld-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს დატოვებას არ აპირებს.

“მე არ დავტოვებ საქართველოს, საქართველოს დატოვებასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. მე იქ ვარ და მინდა აღვნიშნო, რომ არ ვიხილო წინადადებები, გავხდე ტიხანოვსკაია ან ვენესუელის პრეზიდენტი, რომელიც აღიარეს როგორც კი ქვეყანა დატოვა და ახლა, როგორც გავიგე, სახაროვის პრემიაც გადასცეს.

არ მინდა, როცა ყველაფერი დასრულდება. რა სარგებლობა მოაქვს ასეთ მხარდაჭერას. მე მჭირდება მხარდაჭერა ახლა ჩემს ქვეყანაში, ჩემს მოსახლეობასთან ერთად,“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.