არქივი3 დეკემბერი, 2024, 23:37
საქართველოს ამ მთავრობასთან ახალი პროექტები აღარ განხორციელდება – გერმანიის ეკონომიკის მინისტრი

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გერმანია საქართველოსთან ახალ პროექტებს აღარ განახორციელებს.
„ამ ხელისუფლების პირობებში, განვითარების დარგში თანამშრომლობის იმპლემენტაცია აღარაა შესაძლებელი. საქართველოსთან ყველანაირი თანამშრომლობა გადახედვის რეჟიმშია. ახალი პროექტები აღარ განხორციელდება, სასესხო შეთანხმებები არ გაფორმდება. შეიძლება, გადავდგათ დამატებითი ნაბიჯებიც ევროკავშირთან და პარტნიორებთან კოორდინაციაში“, – აცხადებს სვენია შულცი.
მის განცხადებას საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ავრცელებს.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.