ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სააღდგომოდ, შიდა ფრენების მიმართულებით დამატებით ავიარეისებს ნიშნავს

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით 8 ავიარეისს ნიშნავს.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დამატებითი ავიარეისები ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების მიმართულებით 2-8 მაისის პერიოდში შემდეგი განრიგით შესრულდება: 2 მაისი: ნატახტარი - ამბროლაური გაფრენა -17:00 საათზე, ამბროლაური - ნატახტარი გაფრენა -18:15 საათზე; 3 მაისი: ნატახტარი - მესტია, გაფრენა - 16:30 საათზე, მესტია - ნატახტარი გაფრენა - 18:15 საათზე; 6 მაისი: ნატახტარი -ამბროლაური, გაფრენა - 17:15 საათზე, ამბროლაური- ნატახტარი გაფრენა - 18:15 საათზე; 8 მაისი: ნატახტარი - მესტია გაფრენა - 16:15 საათზე, მესტია - ნატახტარი გაფრენა 18:15 საათზე.
გაერთიანების ინფორმაციით, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით - 90 ლარს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0-დან 3-წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება.
ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.