ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სააღდგომოდ შიდა ფრენების მიმართულებით დამატებით ავიარეისებს ნიშნავს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სააღდგომოდ შიდა ფრენების მიმართულებით დამატებით ავიარეისებს ნიშნავს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით 4 ავიარეისს ნიშნავს. დამატებითი ავიარეისები ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების მიმართულებით 17 და 22 აპრილს შემდეგი განრიგით შესრულდება:
17 აპრილი: ნატახტარი - მესტია, გაფრენა- 13:15 საათზე, ამბროლაური - ნატახტარი, გაფრენა -14:45 საათზე.
17 აპრილი: ნატახტარი - ამბროლაური, გაფრენა - 16:30 საათზე, მესტია - ნატახტარი, გაფრენა - 17:45 საათზე.
22 აპრილი: ნატახტარი -მესტია, გაფრენა - 13:15 საათზე, ამბროლაური- ნატახტარი, გაფრენა - 14:45 საათზე.
22 აპრილი: ნატახტარი - ამბროლაური, გაფრენა - 16:30 საათზე, მესტია - ნატახტარი, გაფრენა 17:45 საათზე;
შეგახსენებთ, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით ცალმხრივი ბილეთის ფასი- 90 ლარს შეადგენს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0-დან 3-წლამდე ჩვილების მგზავრობა უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets
ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.