არქივი6 დეკემბერი, 2023, 06:53
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში ხანძარი იყო
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიაში განთავსებულ სარდაფში ცეცხლი გაჩნდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან.
ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.