ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე უარი რუსეთის გამარჯვება იქნება“ - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა, რომ თუ საქართველოს არ მიენიჭება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ეს იქნება „საქართველოს მარცხი და რუსეთის გამარჯვება“. ევროკავშირის გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ზურაბიშვილის სიტყვებით, უარი საქართველოს მოსახლეობაში გამოიწვევს „უზარმაზარ“ იმედგაცრუებას, რუსეთის ხელმძღვანელობაში კი - ასეთსავე კმაყოფილებას. „რუსეთი ჩათვლის, რომ საქართველო რუხ ზონაში რჩება“, თქვა მან და აღნიშნა, რომ კრემლისთვის ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია „საქართველოსთან თამაში“.

ვრცლად radiotavisupleba.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.