ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„საქართველოსთან თანამშრომლობის დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ კურსი უნდა შეიცვალონ“ - მილერი

„ჩვენ ღრმად გვაწუხებს ქმედებები, რომლებიც კანონმდებლობის გამპროტესტებელთა წინააღმდეგ მიიღეს. ჩვენ ვიცით სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციონერი აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ შევიწროებისა და ფიზიკური ძალადობის გაზრდილი ცნობების შესახებ. ამას ვგმობთ და მოვუწოდებთ სრულიად დამოუკიდებელი და დროული გამოძიების ჩატარებისკენ.
საქართველოსთან 30 წელზე მეტია წარმატებული პარტნიორობა გვქონდა, გვსურს საქართველოსთან მუშაობის გაგრძელება, ჯერ კიდევ არის დრო საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ ამისთვის საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეიცვალოს,“ - თქვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა გამართულ პრესკონფერენციაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.