არქივი15 აგვისტო, 2024, 18:22
საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
საქართველოსა და ჩეხეთის მატჩზე დასაწრები ყველა ბილეთი გაყიდულია, - იტყობინება სფფ-ის პრესსამსახური.
"ჯვაროსნები" ერთა ლიგის B1 ჯგუფში ასპარეზობას 7 სექტემბერს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთთან დაპირისპირებით იწყებენ. ბილეთების გაყიდვა 12:00 საათზე tkt.ge-ზე დაიწყო და თითოეულ მომხმარებელს ორი ბილეთის შეძენის უფლება ჰქონდა.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი 25 453 მაყურებელს იტევს.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.