ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების სარდლობამ შავ ზღვაში ერთობლივი სწავლება ჩაატარა

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის დასავლეთის ბატალიონის სპეციალური დანიშნულების საზღვაო ჯგუფმა, რუმინეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების საზღვაო ჯგუფთან ერთად, შავ ზღვაში სამხედრო სწავლება ჩაატარა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ერთობლივი წვრთნები იმიტირებული სცენარის მიხედვით წარიმართა. ქართველმა და რუმინელმა სამხედროებმა აბორდაჟის ოპერაცია განახორციელეს. სწავლების მონაწილეებმა ზღვაში ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენის, უსაფრთხო ადგილზე გადატანისა და გაუვნებელყოფის კომპონენტებიც შეასრულეს.
სამხედრო მოსამსახურეებს სწავლების წარმატებით დასრულება საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდალმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა მიულოცა.
სამხედრო წვრთნები საქართველოსა და რუმინეთის სპეციალური ოპერაციების სარდლობებს შორის თავსებადობის გაძლიერებასა და პარტნიორული ურთიერთობების გამყარებას ისახავდა მიზნად.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.