ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველომ MMA-ის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა

საქართველომ MMA-ის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა

საქართველომ ისტორიაში პირველად MMA-ის მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა.
MMA-ის მსოფლიოს ჩემპიონატი იუნიორებსა და სენიორებს შორის 27 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.
ჩემპიონატზე ასპარეზობა ქართველმა მებრძოლებმა ოთხი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. უფროსებს შორის ვიცე-ჩემპიონები მირზა გაჯიევი (79,4 კგ), მარიამ თოფურია (79,4 კგ) და გიორგი იმერლიშვილი (+97 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედალი კი რომან ჩოჩიშვილმა (83,9 კგ) მოიპოვა. ახალგაზრდებს შორის ვიცე-ჩემპიონი ლექსო საბანაძე (+97 კგ) გახდა, ბრინჯაოს კი გია გათიკაშვილი (83,9 კგ) დაეუფლა.
მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოში 2026 და 2027 წლებშიც ჩატარდება.
ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.