საქართველომ 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე პირველი ლიცენზია მოიპოვა

ბოსტონში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. მსოფლიოს პირველობაზე ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ იასპარეზეს. მათ ორი პროგრამის შედეგად 202.21 ქულა დააგროვეს, მსოფლიოს პირველობა მეოთხე ადგილზე დაასრულეს და საქართველოს 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე პირველი ლიცენზიაც მოუპოვეს.
ბერულავა-მეტელკინას წყვილმა მოკლე პროგრამაში 71,68 ქულა მიიღო და მეოთხე პოზიცია დაიკავა, თავისუფალ პროგრამაში კი 130,53 ქულა დაიმსახურა და მეექვსე შედეგი აჩვენა.
მამაკაცებს შორის მოკლე პროგრამით იასპარეზა ნიკა ეგაძემ. მან 90.39 ქულა დაიმსახურა და ამ ეტაპზე მეექვსე ადგილზეა. ნიკა თავისუფალი პროგრამით 30 მარტს იასპარეზებს. 28 მარტს რიტმული ცეკვით მაყურებლის წინაშე წარდგება დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი. ჩემპიონატს გამოეთიშა ანასტასია გუბანოვა, რომელმაც თავისუფალ პროგრამაში გადასვლა ვერ შეძლო. მოკლე პროგრამაში მან 47,31 ქულა მიიღო, რაც 28-ე შედეგი აღმოჩნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?