საქართველომ 11 თვეში $301 მილიონის მობილური ტელეფონები იყიდა

2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ 301 170.9 ათასი დოლარის ღირებულების მობილური ტელეფონები იყიდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით 2%-ით გაზრდილი მაჩვენებლებია. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში იმპორტირებული სატელეფონო აპარატების - ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 295 484.3 ათასი დოლარის შეადგინა.
მიმდინარე სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში იმპორტირებული მობილური ტელეფონების დიდი წილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე მოდის.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო მობილური ტელეფონების იმპორტს ახორციელებს:
· არაბთა გაერთიანებული საამიროები - 147 493.7 ათასი დოლარი;
· ჩეხეთი - 52 967.7 ათასი დოლარი;
· ჩინეთი - 25 541.7 ათასი დოლარი;
· ვიეტნამი - 25 344.9 ათასი დოლარი;
· ჰონ-კონგი - 17 300.6 ათასი დოლარი;
2024 წლის სტატისტიკით ქვეყანამ 332 933.6 ათასი დოლარის მობილური ტელეფონები იყიდა, 2023 წელს კი 375 207.3 ათასი დოლარის.
businessinsider.ge
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.