ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველომ წელს ატმისა და ვაშლატამას ექსპორტიდან $26 მილიონის შემოსავალი მიიღო

საქართველომ წელს ატმისა და ვაშლატამას ექსპორტიდან $26 მილიონის შემოსავალი მიიღო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის 1 მაისიდან 2024 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოდან 22.3 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 26.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მოცულობა 1.3 ათასი ტონით (6%-ით), ხოლო ღირებულება - 2.9 მლნ აშშ დოლარით (13%-ით) გაიზარდა.
საანგარიშო პერიოდში, ატმისა და ვაშლატამას საშუალო საექსპორტო ფასი გაიზარდა 6%-ით და 1.17 აშშ დოლარი/კგ შეადგინა.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.