პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველომ ჩინეთისგან 16.76 მლნ დოლარის ღირებულების ქათმის ფილე შეიძინა

საქართველომ ჩინეთისგან 16.76 მლნ დოლარის ღირებულების ქათმის ფილე შეიძინა

2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ჩინეთისგან 16.76 მლნ დოლარის ღირებულების 9 472 ტონის ქათმის ფილე შეიძინა. აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში ჯამში იმპორტირებული 19 939 ტონა ქათმის ფილე. ჩინეთის წილი 47%-ს აჭარბებს. ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა „ბიზნესპრესნიუსს" მიაწოდა.
მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ქათმის ფილეს იმპორტი შემდეგი 5 ძირითადი ქვეყნიდან განხორციელდა:
· ჩინეთი - 16.76 მლნ აშშ დოლარის 9 472 ტონა;
· ბრაზილია - 3.72 მლნ აშშ დოლარის 2 011 ტონა;
· საფრანგეთი - 2.48 მლნ აშშ დოლარის 1 904 ტონა;
· ნიდერლანდები - 2.43 მლნ აშშ დოლარის 1 848 ტონა;
· გერმანია - 1.50 მლნ აშშ დოლარის 1 151 ტონა.
·
„საქსტატის“ მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოში წელს ჩინეთიდან ქათმის ფილეს იმპორტი ძირითადად შემდეგმა კომპანიებმა განახორციელეს: „ვესტ ინვესტი“, „იზი“, „კასკო 2015“, „ფუდსერვისი“ და „ჯეო დისტრიბუშენ გრუპი“.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.