საქართველომ ღვინის ექსპორტით $217.3 მლნ-ის შემოსავალი მიიღო, სადაც რუსეთის წილი 66%-ია
2023 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში საქართველომ ღვინის რეალიზებით 217.303 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით ყურძნის ნატურალურმა ღვინოებმა უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულში 4.3%-იანი წილით მესამე ადგილი დაიკავა.
ქვეყნიდან ღვინის რეალიზების მაჩვენებელი წლიურად 8.2%-ით გაიზარდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ექსპორტირებული ღვინის მოცულობა 2022 წლის 10 თვეში უფრო მეტი იყო. წელს 75 726 ტონა ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასულ წელთან შედარებით 4%-ით ნაკლები მაჩვენებელია.
ქართული ღვინის მთავარი სარეალიზაციო ბაზარი წლების განმავლობაში რუსეთი იყო. 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში რუსეთს მთლიან ექსპორტში 66%-იანი წილი უკავია.
საექსპორტო ქვეყნების TOP-10-ეული ასე გამოიყურება:
· რუსეთი - $144 მლნ, 53 547 ტონა;
· პოლონეთი - $11.7 მლნ, 4 652 ტონა;
· უკრაინა - $11.6 მლნ, 4 158 ტონა;
· ჩინეთი - $9.4 მლნ, 2 632 ტონა;
· ყაზახეთი - $8.1 მლნ, 2 599 ტონა;
· ბელარუსი - $6.2 მლნ, 2 177 ტონა;
· აშშ - $4.2 მლნ, 680 ტონა;
· გერმანია - $3.2 მლნ, 876 ტონა;
· ლატვია - $3.2 მლნ, 948 ტონა;
· ლიეტუვა - $1.8 მლნ, 547 ტონა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.