ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და უპირობოდ გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან

საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და უპირობოდ გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან
საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთისგან მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და უპირობოდ გაიყვანოს სამხედრო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს რუსეთს, დაუყონებლივ შეწყვიტოს თავდასხმები უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
რეზოლუციას სახელწოდებით უკრაინის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება, მათ შორის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მხარი დაუჭირა 99-მა სახელმწიფომ, ცხრა – წინააღმდეგ წავიდა (ბელარუსი, ბურუნდი, კუბა, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, ერიტრეა, მალი, ნიკარაგუა, რუსეთი და სირია), ხოლო სამოცმა სახელმწიფომ თავი შეიკავა.
რეზოლუცია რუსეთისგან მოითხოვს სასწრაფოდ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები და სხვა არასანქცირებული პერსონალი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან და დაუყოვნებლივ დააბრუნოს სადგური უკრაინის კონტროლის ქვეშ მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.