საქართველომ ექსპორტზე წელს 12.2 მლნ დოლარით მეტი ოქრო გაიტანა - მთავარი ბაზარი შვეიცარიაა

საქართველოდან ექსპორტირებული ოქროს მოცულობა შემცირდა, თუმცა შემოსავალი გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყნიდან 1.7 ტონა ოქრო გავიდა, რითაც საქართველომ $98 მილიონი მიიღო.
შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტირებული იყო 2.1 ტონა ოქრო, რაც $85.8 მილიონის შემოსავალს შეადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტის ფიზიკური მოცულობა შემცირდა, მიღებული შემოსავალი 12.2 მლნ დოლარით გაიზარდა, რაც ექსპორტირებული ოქროს გაძვირებაზე მიუთითებს.
მიმდინარე წელს, საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი შვეიცარია იყო - სწორედ იქ გაიყიდა 1.5 ტონა ოქრო, $83.6 მილიონად. მეორე ადგილზეა თურქეთი, სადაც საქართველოდან 0.2 ტონა ოქრო გავიდა და მიღებული შემოსავალი $12.9 მილიონი შეადგინა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.