ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველომ ევროპის მიმართულებით არა მხოლოდ სატრანსპორტო, არამედ ენერგო ჰაბის როლიც უნდა ითამაშოს - ჩინეთის ელჩი

საქართველომ ევროპის მიმართულებით არა მხოლოდ სატრანსპორტო, არამედ ენერგო ჰაბის როლიც უნდა ითამაშოს - ჩინეთის ელჩი

საქართველო უმნიშვნელოვანესი მიმართულება გახლავთ და ჩვენ გვინდა, რომ სწორედ საქართველო გახდეს ჰაბი აზიასა და ევროპას შორის, - ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, საქართველომ ევროპის მიმართულებით არა მხოლოდ სატრანსპორტო, არამედ ენერგო ჰაბის როლიც უნდა ითამაშოს.
"ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობა ერთობლივ ინიციატივებს ემყარება. ჩინელი ინვესტორებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი გახლავთ ინფრასტრუქტურა და ტრანსსასაზღვრო საქონლის ტრანსპორტირება. ორივე მიბმულია იმასთან, რომ ჩვენ საქართველოს დავეხმაროთ, რათა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს არა მხოლოდ შუა დერეფნისთვის, არამედ სარტყელისა და გზის მიმართულებით. ლევან დავითაშვილი ჩინეთში იმყოფებოდა, სადაც ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემურანდუმს - ტრანსკასპიური დერეფნის ტრანსპორტისა და ჩინეთ-ევროპის მარშრუტთან დაკავშირებით. ეს ტრანსკასპიური დერეფანი ჩვენი პრეზიდენტის წინადადება იყო და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ემთხვევა და ჰარმონიზებულია შუა დერეფნის პროექტთან.
პოზიტიური მიღწევა გვქონდა ასევე მწვანე ენერგიის სფეროში - როგორიც არის ქარისა და მზის ენერგია. ძალიან ბევრი ჩინური კომპანია საქართველოში კვლევებს ახორციელებს და აქაც უზარმაზარი პოტენციალი გაგვაჩნია. ჩინეთი მწვანე ენერგეტიკის თვალსაზრისით ნომერ პირველი გახლავთ. საქართველომ ევროპის მიმართულებით არა მხოლოდ სატრანსპორტო ჰაბის, არამედ ენერგო ჰაბის როლიც უნდა ითამაშოს. მწვანე ენერგეტიკა დიდი პოტენციალის შემცველია", - აცხადებს ჭოუ ციენი.
Bp.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.