საქართველომ და საქართველოს მთავრობამ სამუშაო შეასრულეს, ამიტომ, მას სტატუსი უნდა მიენიჭოს – ოლივერ ვარჰეი

საქართველომ და საქართველოს მთავრობამ სამუშაო შეასრულეს, ამიტომ, მას სტატუსი უნდა მიენიჭოს – ევროკავშირის ქვეყნების ლიდერთა ისტორიულ სამიტამდე ორი დღით ადრე, ეს განცხადება გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ბრიუსელში გამართული მინისტერიალის შემდეგ გააკეთა.
ოლივერ ვარჰეის თქმით, იმედოვნებს, რომ ევროკავშირის ქვეყნები ამ მიმართულებით შეთანხმდებიან და ეს იქნება ძლიერი გზავნილი, რომელიც დაადასტურებს დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივისადმი ვალდებულებას.
“მე ვფიქრობ, რომ ჩვენი წინადადებები ძალიან მკაფიოა. ვფიქრობთ, რომ საქართველომ გრძელი გზა გაიარა. საქართველომ და საქართველოს მთავრობამ სამუშაო შეასრულეს, ამიტომ, საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ვნახავთ, ამას ევროპული საბჭო თუ დაადასტურებს. ჩემი გზავნილი საქართველოს ხალხისა და საქართველოს მთავრობისადმი იქნება – გააგრძელეთ მუშაობა. ეს არის საუკეთესო რეცეპტი წარმატებისთვის”, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან