საქართველოდან წასული ქართველი ქალები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ვარსკვლავებად იქცნენ – Marao

საქართველოდან წასული ქართველი ქალები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ვარსკვლავებად იქცნენ – Marao
სოციალურ ქსელში ინფრომაცია სწრაფად ვრცელდება და, ნეგატიურ სიახლეებთან ერთად, საბედნიეროდ, ხშირად გივებთ ქართველი ახალგაზრდების წარმატების ამბებსაც. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა მათ საკუთარი გზის საპოვნელად ქვეყნიდან წასვლა უწევთ და ამის არაერთი მაგალითი გვაქვს.
· თამთა გოდუაძე
თამთა გოდუაძე 1981 წლის 10 იანვარს დაიბადა. ის უფრო ცნობილია, როგორც თამთა. ქართველი პოპ მომღერალი, რომელიც საბერძნეთში პოპულარული გახდა Super Idol Greece-ში მონაწილეობით, სადაც მან მეორე ადგილი დაიკავა და სინგლების „Ftes“და „Den Telioni Etsi i Agapi“ („სიყვარული ასე არ მთავრდება“) გამოშვების შემდეგ. 2014 წელს ის დაბრუნდა საქართველოში, გადაცემა The X Factor-ის ქართული ვერსიის ჟიურის წევრად. თამთა გოდუაძემ წარადგინა კვიპროსი 2019 წლის ევროვიაზიაზე სიმღერით „Replay“ და დაიკავა მე-13 ადგილი.
“პა­ტა­რო­ბი­დან­ვე “მზი­უ­რის” სიმ­ღე­რებს ვას­მე­ნი­ნებ­დი. წლი­ნა­ხევ­რი­სამ ლა­პა­რა­კი ჯერ კარ­გად არ იცო­და, მაგ­რამ როცა ჩემი რძა­ლი, “მზი­უ­რის” მომ­ღე­რა­ლი – ხა­თუ­ნა სა­ბაშ­ვი­ლი უმ­ღე­რო­და, შე­სა­ნიშ­ნა­ვად აჰ­ყვე­ბო­და ხოლ­მე. თამ­თა ორ-წლი­ნა­ხევ­რის იყო, როცა თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძემ რა­დი­ო­ში პირ­ვე­ლად ამ­ღე­რა. მა­შინ ქალ­ბა­ტო­ნი თამ­რი­კო სა­ბავ­შვო ბაღ­ში სას­წავ­ლო პრაქ­ტი­კას გა­დი­ო­და. და­მი­ბა­რა და მი­თხრა: ბავ­შვს აბ­სო­ლუ­ტუ­რი სმე­ნა და კარ­გი მო­ნა­ცე­მე­ბი აქვს, მე დრო არ მაქვს და სად­მე მი­იყ­ვა­ნეო. 5 წლის თამ­თა რკი­ნიგ­ზელ­თა სახ­ლში, ვო­კა­ლისტ ემა აფხა­ზა­ვას­თან მი­ვიყ­ვა­ნე, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე მე­ცა­დი­ნე­ო­ბის შემ­დეგ მი­თხრა, – ამას ყვე­ლას არ ვე­უბ­ნე­ბი: თამ­თა ბავ­შვთა ვო­კა­ლურ-ინ­სტრუ­მენ­ტულ ან­სამ­ბლ “ნერ­გე­ბის” ხელ­მძღვა­ნელ­თან, ნო­დარ მდი­ნა­რა­ძეს­თან მი­იყ­ვა­ნეო. ბა­ტონ­მა ნო­დარ­მა ორ­კვი­რი­ა­ნი სა­გა­მოც­დო ვა­დით მი­ი­ღო, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე დღე­ში, თამ­თა ან­სამ­ბლში ჩა­ი­რი­ცხა.
ჭკვი­ა­ნი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით სავ­სე, ინ­ტე­რე­სი­ა­ნი, პუნ­ქტუ­ა­ლუ­რი, დამ­ჯე­რი და ამავდრო­უ­ლად, ძალ­ზე მგრძნო­ბი­ა­რე, საკ­მა­ოდ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი. თუ ერთხელ შე­ნიშ­ვნას მის­ცემ­დი, აღა­რა­სო­დეს გა­ი­მე­ო­რებ­და. უნ­დო­და, ყვე­ლა­ფე­რი სრულ­ყო­ფი­ლად და სა­უ­კე­თე­სოდ სცოდ­ნო­და. სა­ბავ­შვო ბაღ­ში, სა­დაც ყვე­ლა­ნი სა­უ­კე­თე­სო ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ, ყო­ველ­თვის ზე­ი­მის წამ­ყვა­ნი იყო. სკო­ლა­ში შეს­ვლამ­დე, ქარ­თულ და რუ­სულ ენებ­ზე წერ­და და კი­თხუ­ლობ­და. ასე­ვე, გარ­კვე­ულ დო­ნე­ზე იცო­და მა­თე­მა­ტი­კა, ინ­გლი­სუ­რიც… ყო­ველ­თვის “ფრი­ა­დო­სა­ნი”იყო. ერ­თა­დერ­თხელ, სკო­ლა­ში “ოთხი­ა­ნი”მი­უ­ღია და ტი­რი­ლის­გან თვა­ლებ­და­სი­ვე­ბუ­ლი დამ­ხვდა. უკი­თხავთ, – რა გა­ტი­რებ­სო? – დედა ინერ­ვი­უ­ლებ­სო…
მის­თვის არა­სო­დეს არა­ფე­რი და­მი­ძა­ლე­ბია: სურ­ვი­ლი და ინ­ტე­რე­სი ჰქონ­და, მეც “მივ­ყვე­ბო­დი”. რო­დე­საც თამ­თას კონ­ცერ­ტე­ბი ჰქონ­და და სცე­ნა­ზე გა­მო­დი­ო­და, მეს­მო­და, მის შე­სა­ხებ რას ამ­ბობ­დნენ: რა გვა­რია? შენ გა­ი­ხა­რეო! რო­გორც ყვე­ლა მშო­ბელს გა­უ­ხარ­დე­ბა, მეც მი­ხა­რო­და, რო­დე­საც ჩემს შვილს უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი აქებ­დნენ. მახ­სოვს, რო­დე­საც 1992 წელს “სა­ქარ­თვე­ლოს ფე­რია”გახ­და, თამ­თას ჰკი­თხეს, – სა­ქარ­თვე­ლოს ფე­რია შენ რომ იყო, რას ისურ­ვებ­დიო? უპა­სუ­ხა: ისეთ რა­ინდს ვი­სურ­ვებ­დი, რო­მე­ლიც ჩემს სამ­შობ­ლოს გა­და­მირ­ჩენ­დაო. უც­ნო­ბი ქალ­ბა­ტო­ნი თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი მეხ­ვე­ო­და, მი­ლო­ცავ­და: შვი­ლო, გან­ძი გყავს და ამ განძს გა­უფრ­თხილ­დი, ამ ბავ­შვს ბედ­ნი­ე­რი მო­მა­ვა­ლი აქ­ვსო. თამ­თამ მე­ო­რე მუ­სი­კა­ლუ­რი სას­წავ­ლე­ბე­ლიც წარ­მა­ტე­ბით და­ამ­თავ­რა. სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ სტუ­დი­ა­შიც სწავ­ლობ­და. ყველ­გან უგა­მოც­დოდ ჩა­ი­რი­ცხა… ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ბავ­შვო­ბა გა­ი­ა­რა, ყველ­გან სიყ­ვა­რუ­ლი და­იმ­სა­ხუ­რა, რი­თაც ჩემი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან გა­ა­ლა­მა­ზა” – იხსენებდა ღერ­ლის დე­და, და­რე­ჯან ბუ­ცხრი­კი­ძე.
ბერძნული გამოცემის, PatKiout-ის მიხედვით, თამთა საბერძნეთში ჩასვლის პირველ წლებში თავადაც დამხმარედ მუშაობდა, სახლს ალაგებდა და ორ მცირეწლოვან ბავშვს უვლიდა.
დღეს თამთა გოდუაძე წარმატებული მუსიკოსია, მონაწილეობას იღებს არაერთ კონკურსსა თუ კონცერტში და მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი ჰყავს.
· ნათია თოდუა
·
ქართველი არტისტის ნიჭი მთელი მსოფლიოს გარშემო შეაფასეს და დააფასეს. სოციალურ ქსელში, ქართველებთან ერთად, უცხოელი მსმენელებიც აქტიურობენ და ნინის მიმართ კომპლიმენტებს არ იშურებენ. “ნინიმ ამ გამოსვლით გვაჩვენა, თუ რატომ არის ამ პროექტის მომავალი გამარჯვებული სწორედ ის” – წერს ერთ-ერთი მათგანი.
ნინი საერთაშორისო მუსიკალური პროექტის ქართული ვერსიის – “ახალი ხმის” აღმოჩენაა. მომღერალმა The Voice of Georgia-ში მონაწილეობა ჯერ კიდევ 2012 წელს მიიღო. რამდენიმე წლის შემდეგ კი ქართულ “X ფაქტორშიც” გამოჩნდა. ბოლო რამდენიმე წელია, ნინი ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს.
“საქართველოში კარგი სტარტი მქონდა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ უფრო მეტი შემეძლო. ჩვენს ქვეყანაში განვითარების საშუალება არ მექნებოდა… რომ მცოდნოდა, როგორი რთული იქნებოდა, შესაძლოა, არც წავსულიყავი.
ჩასვლისას, ადამიანი, რომელიც უნდა დამხვედროდა, ვერ დამხვდა და ქუჩაში დავრჩი. არც პირველი და არც უკანასკნელი ქართველი ვარ, რომელსაც ასე დაემართა. კვირაზე მეტი გავატარე ნიუ-იორკის მეტროში, შემდეგ კი გადავწყვიტე, ჩემი სიამაყე გვერდზე გადამედო და დამერეკა ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ვიცნობდი.
ჩემი მეგობარი საბა დამეხმარა, მასთან გადავედი საცხოვრებლად ბრუკლინში, სააგენტოების დახმარებით ვიპოვე ჩემი პირველი სამსახური… ბურიტოებს ვაკეთებდი. საშინლად მეზიზღებოდა ეს საქმე… მალევე ვიპოვე სამსახური, სადაც სიმღერას შევძლებდი. შაბათ-კვირას ვმღეროდი, კვირის დღეებში კი მიმტანად ვმუშაობდი წლების განმავლობაში. დროთა განმავლობაში დავიწყე რესტორნებსა და ქორწილებში სიმღერა.
ყველაზე რთული ჩემთვის არის ყოველდღიური ცხოვრება, ჩემი ოჯახის გარეშე გატარებული და არა რამდენიმე კვირა მეტროში ცხოვრება. 6-ჯერ ვცადე რეალურად ამ პროექტში [The Voice] გასვლა… ძალიან რთულია ასეთ პროექტებში მოხვედრა.
როგორც იქნა, შრომა დამიფასდა და მეც გამიმართლა. 120 ადამიანი შეგვარჩიეს. აქედან 100 დარჩა, რომლებმაც ფსიქოლოგიური ტესტი გავიარეთ.
თითო გუნდში 14 ადამიანი რჩება. ჯამში 56 ადამიანი გადავიდა შემდეგ ტურში. იმდენად დიდი სურვილი მქონდა ოთხივე მწვრთნელის შემოტრიალების, რომ სამყარომ მისმინა.
მე გვენთან ვაპირებდი წასვლას, მეორე ვერსიად ნაილს ვფიქრობდი, თუმცა ნაილმა ისე გაიგიჟა თავი, როგორ გავუძლო მის ლამაზ თვალებს-მეთქი და ნაილი ავირჩიე. ეს ხუმრობით. ვცდილობ, გული რასაც მიკარნახებს, ისე მოვიქცე. დავინახე, რომ ნაილს ყველაზე მეტად უნდოდა ჩემთან მუშაობა და ამიტომ ავირჩიე ის. შემდეგი ეტაპი არის „რინგები“, სადაც შევებრძოლები ჩემივე გუნდიდან ერთ-ერთ წევრს. ამას ძალიან მალე გაიგებთ, მომავალი კვირის სამშაბათიდან”, – ამბობდა ნინი ბრეგვაძე.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართველი მომღერალი კონკურსის 12 საუკეთესო მონაწილეს შორისაა. ნინი სასიხარულო ამბავს სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„უღრმესი მადლობა ჩემს მწვრთნელს, ნაილს, რომ ასე სჯერა ჩემი… მადლობა თქვენ მხარდაჭერისთვის და შევხვდებით ლაივებზე! 12 babyyy“, – წერს ნინი.

ასევე დაგაინტერესებთ