ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოდან ძვირფასი ლითონის მადნების ექსპორტი 288%-ით, ფეროშენადნობების კი 113%-ით გაიზარდა - TOP 10 პროდუქტი

საქართველოდან ძვირფასი ლითონის მადნების ექსპორტი 288%-ით, ფეროშენადნობების კი 113%-ით გაიზარდა - TOP 10 პროდუქტი

საქართველოდან ძვირფასი ლითონის მადნების ექსპორტი 288%-ით, ფეროშენადნობების კი 113%-ით გაიზარდა - TOP 10 პროდუქტი
2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ უცხოეთში $6 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განახორციელა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.9%-ით არის გაზრდილი.
„საქსტატის“ ინფორმაციით, წელსაც საქართველოს საგარეო ვაჭრობაში #1 პოზიცია მსუბუქი ავტომობილებს უკავია $2.2 მილიარდი დოლარით, რაც წლიურად 14%-ით არის გაზრდილი. ექსპორტში მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები $316 მილიონით, რაც წლიურად 113%-ით გაიზარდა და ამ სექტორში შედარებით გააქტიურებაზე მეტყველებს. მესამე ადგილს კი სპირტიანი სასმელები იკავებს $270 მილიონი დოლარით.
საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონელი 2024 წლის იანვარ-ნოემბერში ასე ნაწილდება:
· მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი - $2.2 მილიარდი დოლარი, ზრდა წინა წელთან 14%;
· ფეროშენადნობები - $316 მილიონი, ზრდა წინა წელთან 113%
· სპირტიანი სასმელები - $270 მილიონი, ზრდა წინა წელთან 53%;
· ღვინის ექსპორტი - $262 მილიონი, ზრდა წინა წელთან 9.2%;
· ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $212 მილიონი, ზრდა წინა წელთან 288%;
· მინერალური და მტკნარი წყლები - $153 მილიონი, ზრდა წინა წელთან 26%;
· გაზირებული შაქრიანი სასმელები - $129 მილიონი, ზრდა წინა წელთან 24%;
· მედიკამენტები - $110 მილიონი, ზრდა წინა წელთან 1%;
· აზოტოვანი სასუქები - $103 მილიონი, კლება წინა წელთან 29%;
· ოქრო დაუმუშავებელი - $96 მილიონი, ზრდა წინა წელთან 20%.
სხვა დანარჩენი დასახელების საქონელი - 2.1 მილიარდი დოლარი, კლება წინა წელთან 12%.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.