ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოდან ფრენებს ბერძნული Sky Express იწყებს

საქართველოდან ფრენებს ბერძნული Sky Express იწყებს

საქართველოს საავიაციო ბაზარზე კიდევ ერთი ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განცხადებით, მიმდინარე წლის 27 ოქტომბრიდან, ბერძნული Sky Express-ი რეგულარულ რეისებს ათენი – თბილისი – ათენის საჰაერო ხაზზე შეასრულებს.
ავიარეისები კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საავიაციო მიმოსვლის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა 24 სექტემბერს მიანიჭა.
დღეის მდგომარეობით, საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ფრენებს ასრულებენ ავიაკომპანიები Aegean Airlines-ი და Wizz Air-ი, ათენიდან და სალონიკიდან თბილისისა და ქუთაისის მიმართულებებით.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.