ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოდან უცხო ქვეყნის 35 მოქალაქე გააძევეს

საქართველოში მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 35 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილმა საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, ნაწილი კი მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად იძულების წესით გააძევეს ქვეყნიდან.
„„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ქვეყნიდან გაძევებულია, აზერბაიჯანის, ირანის ისლამური რესპუბლიკის, თურქეთის, ჩინეთის რესპუბლიკის, უზბეკეთის, ნიგერიის, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის, ინდოეთის, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოსა და ირლანდიის რესპუბლიკის, ჯამში 35 მოქალაქე“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.