ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოდან რუმინეთში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი 11 361%-ით გაიზარდა - რა გავყიდეთ

2024 წლის იანვარში საქართველოდან რუმინეთში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი 11 361%-ით არის გაზრდილი.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტი რუმინეთში 34.2 ათასი აშშ დოლარი იყო, 2024 წლის იანვარში კი ეს მაჩვენებელი 3 923 500 აშშ დოლარს შეადგენს.
ზრდა ძირითადად გამოწვეულია საქართველოდან რუმინეთში სასუქების (მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი) ექსპორტით.
გასულ თვეში რუმინეთში 3 877 520 აშშ დოლარის სასუქის ექსპორტი განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის იანვარში ამ პროდუქტის ექსპორტი რუმინეთში საერთოდ არ განხორციელებულა.
გთავაზობთ ადგილობრივ პროდუქტებს, რომელიც საქართველოდან რუმინეთში გავიდა ექსპორტზე 2024 წლის იანვარში:
· ბოსტნეული სხვა, ახალი ან შეყინული - 34.54 ათასი აშშ დოლარი;
· სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 3 877 520 აშშ დოლარი;
· ტომრები და პაკეტები შესაფუთი - 520 აშშ დოლარი;
· საქონელი ატრაქციონებისათვის, სამაგიდო ან ოთახის თამაშობანი - 10.93 ათასი აშშ დოლარი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.