პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოდან ოქროს ზოდები გაჰქონდათ – RS

საქართველოდან ოქროს ზოდები გაჰქონდათ – RS

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში, სამგზავრო ხელბარგში, ქვეყნიდან გასატანად გამზადებული, 1 კგ-ზე მეტი ოქროს ზოდები და მონეტები აღმოაჩინეს.
“უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ, საავიაციო უსაფრთხოების კონტროლის გავლის დროს, მებაჟე ოფიცრებმა ხელბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთებში 1 კილოგრამზე მეტი, სხვადასხვა ზომის ოქროს ზოდები და მონეტები აღმოაჩინეს. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 431 065 ლარი შეადგინა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.”. – ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.