ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოდან მედიკამენტების უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა აზერბაიჯანი გახდა

მიმდინარე წლის ივნისში საქართველოდან უცხოეთში ექსპორტზე 7,7 მილიონი აშშ დოლარის მედიკამენტები გავიდა.
შარშან იგივე თვეში ეს მაჩვენებელი 7,4 მილიონი იყო.
საქსტატის მონაცემებით, მედიკამენტების უმსხვილესი შემსყიდველი აზერბაიჯანია, სადაც 2,9 მილიონი დოლარის დაფასოებული სამკურნალო საშუალებები გავიდა.
მეორე ადგილზეა უზბეკეთი 2,7 მილიონი დოლარით, მესამეზე - ყირგიზეთი 636 ათასი დოლარით.
გარდა ამ სამი ქვეყნისა, საქართველოდან მედიკამენტები შემდეგი ქვეყნების ბაზრებზე გავიდა:
სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, გაერთიანებული სამეფო.
გასული წლის იგივე თვეში მედიკამენტების უმსხვილესი შემსყიდველი ყირგიზეთი იყო, აზერბაიჯანი მეორე, სომხეთი კი მესამე ადგილს იკავებდა.
jandacva.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.