ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოდან აძევებენ უცხო ქვეყნების 25 მოქალაქეს, რომლებიც აქციებში მონაწილეობდნენ

საქართველოდან აძევებენ უცხო ქვეყნების 25 მოქალაქეს, რომლებიც აქციებში მონაწილეობდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს) იუწყება, რომ საქართველოდან აძევებს უცხო ქვეყნების 25 მოქალაქეს, რომლებიც, უწყების თანახმად, ნოემბერ-დეკემბერში გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. შსს-ს ცნობით, ათმა მათგანმა ქვეყანა უკვე დატოვა.
შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა 2024 წლის ბოლო ორ თვეში საქართველოდან 91 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე გააძევა.
უწყების თანახმად, მათ შორის იყვნენ ირანის, ალჟირის, ინდოეთის, მაროკოს, შრი-ლანკის, ეგვიპტის, პაკისტანის, ნიგერიის, ერაყის, თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქმენეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
მედიისთვის მიწოდებულ ცნობაში მიგრაციის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ამ 91 მოქალაქიდან 25 იყო ისეთი, რომელიც ნოემბერ-დეკემბერში თბილისში საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა და ადმინისტრაციული სახდელები შეეფარდათ.
დეპარტამენტი არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ისინი, თუმცა დასძენს, რომ ათმა მათგანმა საქართველო უკვე დატოვა.
როგორც შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტი იუწყება, 2024 წელს საერთო ჯამში 430 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს საქართველოდან, რაც წინა წელთან შედარებით 126%-ით მეტია.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.