ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოდან აშშ-ში ექსპორტი 3-ჯერ შემცირდა, იმპორტი კი 2-ჯერ გაიზარდა - რა ვიყიდეთ და გავყიდეთ

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.8 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (2 462.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (2 040.2 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 665.6 მლნ. აშშ დოლარი).
იანვარ-ოქტომბერში აშშ-ს წილი საქართველოს ექსპორტში 1.5%-ია (74 505.7 ათასი აშშ დოლარი), ხოლო იმპორტში 12.5%-ი (1 591 106.2 ათასი აშშ დოლარი).
წლიურად საქართველოდან აშშ-ში ექსპორტი 3-ჯერ შემცირდა (2022 წლის 10 თვეში 258 756.1 ათასი დოლარი იყო), იმპორტი კი 2-ჯერ გაიზარდა (2022 წლის 10 თვეში 790 739.4 ათასი დოლარი იყო)
საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონელი, რომელიც აშშ-ში გადის:
· ფეროშენადნობები - $51 790.4 ათასი - 41 024.3 ტონა;
· ყურძნის ნატურალური ღვინოები - $4 215.5 ათასი - 680.3 ტონა,
· ხილისა და ბოსტნეულის წვენები - $2 456.9 ათასი - 1 785.3 ტონა,
· სპირტიანი სასმელები - $1 847.1 ათასი - 442.7 ტონა,
· სატრანსპორტო საშუალებების ნაწილები და მოწყობილობები - $1 366.9 ათასი - 101.1 ტონა,
· დანარჩენი საქონელი – სულ - $12 828.9 ათასი.
უმსხვილესი საიმპორტო საქონელი, რომელიც აშშ-დან შემოგვაქვს:
· მსუბუქი ავტომობილები (ცალი) - $1 497 585.7 ათასი - 120 108 ცალი,
· ტანსაცმელი და ნაწარმი ნახმარი, სხვა - $6 108.3 ათასი - 414.8 ტონა,
· კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - $5 241.2 ათასი - 88.7 ტონა,
· თხილი და სხვა კაკალი - $5 539.5 ათასი - 1 918.3 ტონა,
· პოლიმერები ვინილქლორიდისა ან სხვა ჰალოგინირებული ოლეფინებისა - $3 663.1 ათასი - 4 309.5 ტონა,
· დანარჩენი საქონელი–სულ - 72 968.5 ათასი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.