საქალაქო სასამართლო -ს წინააღმდეგ “ძლიერი საქართველოსა” და ISFED-ის სარჩელს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო განხილვა იმართება კოალიცია “ძლიერი საქართველოსა” და არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელის საფუძველზე.
სარჩელი შეეხება -ს მიერ მიღებულ ახალ დადგენილებას, რომელიც არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში მყოფი პირებისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს. კერძოდ, ცვლილებების თანახმად, დამკვირვებლებს აღარ ექნებათ უფლება, ამომრჩევლებისგან პირადობის მოწმობები აიღონ.
ასევე, აკრძალულია შემდეგი ქმედებები:
ამომრჩევლის პირადობის მოწმობის გადაღება ან დამუშავება;
ვერფიკაციის აპარატზე ასახული მონაცემების დაფიქსირება;
აპარატიდან ამობეჭდილი ქვითრის გადაღება;
ამომრჩევლის მიერ ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანის ფოტოგადაღება, ვიდეოფიქსაცია ან სხვა ფორმით დამუშავება.
სარჩელის ავტორების თქმით, აღნიშნული დადგენილება ზღუდავს არჩევნების გამჭვირვალობასა და დამკვირვებლების შესაძლებლობებს, რის გამოც მისი კანონიერების საკითხი სასამართლოს წარუდგინეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია