საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეები შესავალი სიტყვის უფლებით ისარგებლებენ.
სხდომას, ასევე ესწრებიან ბრალდებულებიც.
ცნობისთვის, ვლადიმერ გველესიანს, ნიკა გვენცაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ზურაბ ჭავჭანიძეს და კონსტანტინე კოკაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”