ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქალაქო სასამართლოში, დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებული 6 პირის პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებული 6 პირის პროცესი გაიმართა.
სხდომას ექვსივე ბრალდებული ესწრებოდა, მათგან ორმა სიტყვის უფლება გამოიყენა. დაცვის მხარემ პროცესზე ორი შუამდგომლობა დააყენა. ერთი, აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლას, მეორე კი გამოძიების შეწყვეტას ეხებოდა. მოსამართლემ არცერთი მოთხოვნა არ გაიზიარა, რასაც ბრალდებულების მხრიდან ხმაური მოყვა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები, ამ ეტაპზე დაუდგენელ, სხვა პირებთან ერთად, გლდანში ოთხ პირს თავს დაესხნენ და ფიზიკურად იძალადეს.
მათ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ედავებიან, რაც სასჯელის ზომად 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.