არქივი18 ივლისი, 2024, 12:13
საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვია
საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვი, - ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჟერალდ დარმანინი ავრცელებს.
ჟერალდ დარმანინის ცნობით, ხანძარი ქალაქ ნიცაში, მულინსის რაიონში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე გაჩნდა, რის შედეგადაც 7 ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი დაიღუპა.
ადგილობრივი პროკურატურის განცხადებით, გამოძიება არ გამორიცხავს, რომ ხანძარი განზრახ არ გაუჩენიათ.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 25 სახანძრო მანქანა და 72 მეხანძრე იყო ჩართული.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.