პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საფრანგეთში ფერმერებმა პარიზისკენ მიმავალი ავტომაგისტრალები გადაკეტეს - ისინი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დიზელზე გადასახადის შემცირებას ითხოვენ

საფრანგეთში, ფერმერებმა პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკებებამდე, ინტენსიური მოძრაობით გამორჩეული პარიზისკენ მიმავალი ავტომაგისტრალები გადაკეტეს. ტაქსის მძღოლები სოლიდარობას უცხადებენ ფრანგ ფერმერებს, რომლებიც დედაქალაქის ბლოკირებას გეგმავენ.
ადგილობრივი დროით 14:00 საათიდან, ფერმერები და ტაქსის მძღოლები რვა მთავარი მაგისტრალის ჩაკეტვას აპირებენ.
საფრანგეთის მთავრობა ფერმერებზე ფინანსური და ადმინისტრაციული ზეწოლის შემცირებას დათანხმდა, თუმცა უარს ამბობს ფერმერების მოთხოვნის შესრულებაზე, შემცირდეს გადასახადი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დიზელზე, რასაც ფერმერთა მასობრივი დემონსტრაციები მოჰყვა.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.