ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

საფრანგეთის ქალაქ ლილში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
ემიგრაციაში მყოფმა ქართველებმა ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლის ბოლომდე გადადების თაობაზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გააპროტესტეს და ხელისუფლებას ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდეს.
აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს საქართველოში მიმდინარე აქციებსაც, დაგმეს მომიტინგეების მიმართ ძალადობა და დაკავებული პირების გათავისუფლება მოითხოვეს.
ქართველები ლილის ცენტრში საქართველოს დროშებითა და პლაკატებით შეიკრიბნენ. “საქართველო ევროპაა“ - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.