საფრანგეთში კვლავ გაურკვეველია ვინ შექმნის მთავრობას

საფრანგეთის პოლიტიკურმა ლიდერებმა მემარცხენე ბლოკიდან, რომლებმაც პირველი ადგილი დაიკავეს კვირას, საკანონმდებლო არჩევნებში, განაცხადეს, რომ აპირებენ გადასახადების ხარჯვის თავიანთი პროგრამის მიხედვით იმოქმედონ. თუმცა, მემარაცხენეებს უმრავლესობისთვის საკმარისი ადგილები არ აქვთ. მაკრონის ცენტრისტებმა კი განაცხადეს, რომ მმართელობაში მათაც უნდა ჰქონდეთ როლი.
ვადამდელი არჩევნების მოულოდნელმა შედეგმა საფრანგეთი გაურკვევლობაში ჩააგდო პარიზის ოლიმპიადის წინ. ამ ეტაპზე, არ არსებობს რაიმე კონკრეტული გზა სტაბილური მთავრობის ფორმირებისა და კანონმდებლობის მიღებისთვის, დაყოფილი პარლამენტის მიერ.
მემარცხენე ახალმა სახალხო ფრონტმა (NFP) ყველაზე მეტი ადგილი მოიპოვა ეროვნულ ასამბლეაში, მაგრამ უმრავლესობას მას დაახლოებით, 100 მანდატი აშორებს. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტები მეორე ადგილზე გავიდნენ, ხოლო ულტრამემარჯვენე “ეროვნული მოძრაობა” (RN) მესამეზე.
”გზა მთავრობამდე ძალიან ვიწროა, ძალიან მყიფე”, – თქვა ფაბიენ რუსელმა, კომუნისტური პარტიის ლიდერმა, რომელიც NFP-ის ერთ-ერთი წევრია. “მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ. რესპუბლიკის პრეზიდენტმა უნდა მოგვცეს მართვის საშუალება”, – თქვა მან RTL რადიოში საუბრისას სამშაბათს დილით.
NFP-ის ლიდერები კვირას ღამის შემდეგ რამდენჯერმე შეხვდნენ დახურულ კარს მიღმა და ცდილობდნენ შეთანხმების მიღწევას იმაზე, თუ რომელი მათგანი უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი და როგორ უნდა მიუდგნენ უმრავლესობის გარეშე მმართველობას.
მაკრონი, რომლის საპრეზიდენტო ვადა 2027 წელს სრულდება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კვლავ შეძლებს შიდა პოლიტიკის წარმართვას, მას შემდეგ რაც მისმა პარტიამ გამარჯვება ვერ მოიპოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე – გარდაიცვალა, მაგრამ არ მოკლეს! – ნამდვილი მეგობრები არ ჰყავდა და რაც ახლა ხდება, ამის დასტურია, ამბობდა, რომ არ ენდობოდა მათ, ვისთანაც მუშაობდა – რაც შეეხება დაკავებულს, ვიცნობ და ვიცი, დაურს მასთან არაფერი ჰქონია

აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე ნინო ცხოვრებაძე ტელეგრამ-არხზე ემოციურ მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს