ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საფრანგეთში დააკავეს კაცი, რომელიც პარიზის ოლიმპიადის დროს თავდასხმებს გეგმავდა

საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურებმა, აღმოსავლეთ საფრანგეთში დააკავეს კაცი, რომელიც პარიზის ოლიმპიადის დროს თავდასხმის მოწყობას გეგმავდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯერალდ დარმანინმა განაცხადა.
“ბრავო შინაგან საქმეთა სამინისტროს აგენტებს, რომლებმაც დააკავეს ულტრამემარჯვენეების ცალკეული წევრი, რომელიც ეჭვმიტანილია ოლიმპიური თამაშების დროს ძალადობრივი ქმედების ჩადენაში. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ფრანგი ხალხის უსაფრთხოებისთვის,” – განაცხადა დარმანინმა.
მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცი Telegram ჯგუფის, “ფრანგული არიული დივიზიონის” ადმინისტრატორი იყო, სადაც ის ოლიმპიადის წინააღმდეგ მუქარას ავრცელებდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.