არქივი30 აგვისტო 2025, 15:13
საფრანგეთში ავტომობილი ხალხში შევარდა – არის მსხვერპლი

საფრანგეთის ქალაქ ევრეში ავტომობილი ხალხში შევარდა – დაღუპულია ერთი ადამიანი, ასევე დაშავდა ხუთი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი პროკურატურის ცნობით, შემთხვევა ერთ-ერთ ადგილობრივ ბარში ჩხუბის შემდეგ მოხდა. აღნიშნულ საქმეზე სამი ადამიანია დაკავებული, ხოლო გამოძიება მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.