ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრებმა ათასობით ჰექტარი გაანადგურა

საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრებმა ათასობით ჰექტარი გაანადგურა

საფრანგეთის სამხრეთსა და ესპანეთის ჩრდილოეთში ტყის ხანძრებს დიდი ზიანი მოჰყვა.
საფრანგეთის ქალაქ მარსელში საჭირო გახდა 400-მდე ადამიანის ევაკუაცია. დროებით დახურეს მარსელის აეროპორტი.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 8 ივლისს ხანძარი 700 ჰექტარზე გავრცელდა და 60-ზე მეტი სახლი დააზიანა. დაშავდა 110 ადამიანი, მათ შორის 30-მდე მეხანძრე და პოლიციელი.
ხანძრის გავრცელების შესაჩერებლად ოპერაციაში ჩაერთეს 800 მეხანძრე და სპეციალური თვითმფრინავები. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მასშტაბური ოპერაციის შედეგად სიტუაციის კონტროლქვეშ მოქცევა მოხერხდა. ხანძარმა სულ მცირე 2000 ჰექტარი გაანადგურა საფრანგეთის სამხრეთში მდებარე ნარბონის რაიონშიც.
ასეულობით მეხანძრის მობილიზება გახდა საჭირო ესპანეთის კატალონიის მხარეშიც, ტარაგონის რაიონში. 8 ივლისს ხანძარმა 3000 ჰექტარზე მეტი გაანადგურა.
კლიმატის ცვლილებების მონიტორინგის ევროპული სამსახურის, Copernicus-ის მონაცემებით, მეტეოდაკვრივების დაწყებიდან 2025 წლის ივნისი დასავლეთ ევროპაში ყველაზე ცხელი იყო.
ზოგიერთ ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურამ +40 გრადუსს მიაღწია. ესპანეთსა და პორტუგალიაში ივნისში +46-48 გრადუსი იყო.
Copernicus-ის ინფორმაციით, 30 ივნისს ხმელთაშუა ზღვის ზედაპირზე წყლის ტემპერატურა 27 გრადუსი იყო, რაც დაკვირვების განმავლობაში სარეკორდო მაჩვენებელია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.